ახალი ამბები • 1751633470
დააკავეს პირი, რომელიც მოპარული ძაღლის მფლობელისთვის დაბრუნებას ფულის სანაცვლოდ ცდილობდა
უცხოეთი
1675092405

დააკავეს პირი, რომელიც მოპარული ძაღლის მფლობელისთვის დაბრუნებას ფულის სანაცვლოდ ცდილობდა. შემთხვევა შიშლიში, მეციდიეხოიში მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
hurriyet-ის ცნობით, ძაღლის მეპატრონემ ოთხფეხა მეგობარი რამდენიმე დღით, ახლობელს დაუტოვა, რომელმაც ცხოველის გასეირნება გადაწყვიტა. შემთხვევაც სწორედ ამ დროს მოხდა. უცნობმა კაცმა ძაღლს დაუძახა და გაიტაცა.
მოგვიანებით, გამტაცებელი მეპატრონეს დაუკავშირდა და უთხრა, რომ ძაღლს მას ფულის სანაცვლოდ დაუბრუნებდა. ისინი შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რა დროსაც პოლიციელებმა დამნაშავე დააკავეს.
ცხოველის ქურდობით დაკავებული პროკურატურაში დაკითხვების შემდეგ გაათავისუფლეს.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა