ახალი ამბები • 1733750807
ბათუმში, ლიბერთი ბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
ბათუმს ლიბერთი ბანკის კიდევ ერთი ფილიალი შეემატა. განახლებული სივრცე ფარნავაზ მეფის 62 ნომერში გაიხსნა. ღონისძიებას ეკონომიკური ინსტიტუტის მენეჯმენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფილიალი მომხმარებლებს ყველა ტიპის საბანკო მომსახურებას სთავაზობს.
ბათუმში, ლიბერთი ბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა. ეკონომიკური ინსტიტუტი მომხმარებლებს ფარნავაზ მეფის 62 ნომერში მოემსახურება და სრულ საბანკო სერვისს მიაწვდის. ახალი ლიბერთის სტრატეგიის მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის მათზე ორიენტირებული პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებაა.
ლიბერთი მესამე სისტემური ბანკია, რომელიც ქვეყანაში ყველაზე ფართო ქსელითაა წარმოდგენილი. საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში ფინანსურ ინსტიტუტს 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრი და 640-მდე ბანკომატი აქვს.
ლიბერთის ფილიალებში ნებისმიერი მსურველისთვის განახლებული ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურებაა ხელმისაწვდომი. ბანკის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და მილიონ 700 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს ემსახურება.
ლიბერთი ბანკი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 50 ათასზე მეტ მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესსაც ემსახურება.
1728455482
1727447820