ახალი ამბები • 1728068947
"DevOps და ხელოვნური ინტელექტი" - "იუჯიმ" ბათუმში ტრენინგი ჩაატარა
"DevOps და ხელოვნური ინტელექტი" - ამ სახელწოდებით, ტრენინგი საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლამ ბათუმში ჩაატარა. სასწავლო სემინარებს იუჯი ინტენსიურად მართავს რეგიონებში და ყველა დაინტერესებულ, პროფესიის მაძიებელ ახალგაზრდას იწვევს. აირჩიეთ იუჯი და გჯეროდეთ, რომ მიიღებთ უფრო მეტს, ვიდრე ელოდით.
საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა ახალგაზრდების დატრენინგებას განაგრძობს. კიდევ ერთი სასწავლო სემინარი ბათუმში ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა DevOps-ისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ტრენინგი ღია კარის დღის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრისას დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უნივერსიტეტის 2024 წლის აკადემიური შეთავაზებები და სიახლეები გააცნეს. ისაუბრეს იმ უპირატესობებზე, რის გამოც მომავალმა სტუდენტებმა არჩევანი იუჯიზე უნდა შეაჩერონ.
აღსანიშნავია ისიც, რომ უნივერსიტეტის ძალიან ბევრი კურსდამთავრებული უკვე თანამშრომლის რანგშია. ეს ერთგვარი ესტაფეტა კი, ცალსახად ძალიან კარგი საშუალებაა, რითაც სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. იუჯი იწვევს ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას, ვინც ახლა პროფესიის ძიებაშია, ან თუნდაც არჩეულის შეცვლა სურს.
საქართველოს უნივერსიტეტი უკვე 20 წლისაა. არსებობის მანძილზე სასწავლო დაწესებულებამ ყველას არაერთი განსაკუთრებული შეთავაზებით დაამახსოვრა თავი. უნივერსიტეტი სიურპრიზებსა და განვითარების მზარდ შესაძლებლობებს მომავალშიც გპირდებათ.
1726726009