ახალი ამბები • 1769693544
პროკურატურამ გამოძიება დაიწყო პატრულსა და ბაიკერს შორის მომხდარი ავარიის საქმეზე
კრიმინალი
1721390507
პროკურატურამ ყაზბეგის გამზირზე პატრულსა და ბაიკერს შორის მომხდარი ავარიის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
შემთხვევა თბილისში დილით მოხდა და ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია, საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით კი გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. ბაიკერი ადგილზე დაიღუპა.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა, რომელიც მომხდარის გადაღებას ტელეფონით ცდილობდა.
მეტის ნახვა






















