ახალი ამბები • 1751633470
ცივი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს
კრიმინალი
1677745241

ცივი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს - სისხლიანი გარჩევა გვიან ღამით, ლაგოდეხში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც საბოლოოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაჭრილები ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაში არიან გადაყვანილები - ექიმის განმარტებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ცნობილია, ბრალდებული უკვე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა