ჩაშუშული ქათამი 1 საიდუმლო ინგრედიენტით - ამ მეთოდით, კერძს დაუვიწყარს გახდით!

ჩაშუშული ქათამი

ამ სტატიაში გაიგებთ 1 საიდუმლო ინგრედიენტზე, რომლითაც ჩაშუშულ ქათამს დაუვიწყარს გახდით.

ინგრედიენტები

ქათამი - 1 ც
პომიდორი - 1 ც
კარაქი - 2 სკ
ქინძი, ოხრახუში, რეჰანი - 1 კონა
წითელი წიწაკა - 1 ც
პაპრიკა - 0.3 ჩკ
პილპილი - 0.3 ჩკ
არაყი - 1 სკ
შაქარი - 1 ჩკ
ნიორი - 2 კბ
მარილი

მომზადების წესი

ქათამი დავჭრათ ნაჭრებად. პამიდორი მსუბუქად დავჭყლიტოთ. სქელძირიან ქვაბში გავაცხელოთ ცოტა კარაქი, დავუმატოთ ქათმის ნაჭრები და წვრილად დაჭრილი ხახვი. მწვანილი და ნიორი წვრილად დავჭრათ და გვერდით გადავდოთ. ქათამი ხახვთან ერთად ვშუშოთ თავდახურული დაბალ ცეცხლზე. როდესაც დარბილდება, დავუმატოთ არაყი, 2 წუთში დავასხათ დაჭყლეტილი პამიდორი და ცეცხლს ავუწიოთ. ვშუშოთ საშუალო ცეცხლზე. მზა კერძი შევანელოთ მარილითა და პილპილით, მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი და წიწაკა.

გემრიელად მიირთვით!

წყარო: gemrielia.ge

მეტის ნახვა