გასპაჩო - იდეალურად ცივი წვნიანი ხარშვის გარეშე

გასპაჩო

ფოტო: გუგლიდან

გთავაზობთ იდეალურად ცივი წვნიანის რეცეპტს, რომელსაც ხარშვა არ სჭირდება.

ინგრედიენტები:

  • მარილი
  • შაქარი
  • ზეითუნის ზეთი - 4.00 სკ
  • ლიმონის წვენი - 1.00 სკ
  • პური - 1.00 ნაჭერი
  • ნიორი
  • ხახვი - 1.00 ც
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 2.00 ც
  • კიტრი - 1.00 ც
  • პომიდორი - 1.00 კგ

მომზადების წესი

კანგაცლილი და დაჭრილი პომიდორი კარგად დააბლენდერეთ. დაუმატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ხახვი, კიტრი, ნიორი, ზეითუნის ზეთი და კვლავ დააბლენდერეთ, შემდეგ დაუმატეთ 1 ნაჭერი პური ქერქის გარეშე, შაქარი და მარილი. კარგად დააბლენდერეთ და ჯამებში გადაანაწილეთ. შეგიძლიათ, 1ჩკ ძმარიც დაუმატოთ.

გემრიელად მიირთვით!

 

წყარო: gemrielia.ge

მეტის ნახვა