"სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა მშობელთა წიგნის დანერგვის გზით" - ბათუმში, კონფერენცია გაიმართა

„დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში, უწყვეტი, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა მშობელთა წიგნის დანერგვის გზით“ - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად, კონფერენცია გამართა.

სპეციალური სახელმძღვანელო 0-დან 5 წლამდე ბავშვების ზრდა-განვითარებას მოიცავს. ყურადღება გამახვილებულია ანტენატალურ ზრუნვაზეც, ვაქცინაციაზე, მოზარდის ზდის მონიტორინგსა და საგანმანათლებლო შეტყობინებებზე ორსულებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის.

განიხილეს გამოწვევები, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს. მათ შორის საკეისრო კვეთების მაღალი სტატისტიკა. ოფიციალური მონაცემით, აჭარაში ორსულობის 58% საკეისრო კვეთით სრულდება, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ სამ კლინიკაში კი ეს მაჩვენებელი 75%-ია, რაც საგანგაშოა.

სწორედ ამიტომ, მომდევნო წლიდან, კლინიკა, რომელიც საკეისრო კვეთების ოდენობით გადააჭარბებს  40%-ს, ავტომატურად გამოეთიშება სახელმწიფო პროგრამებს.

მეტის ნახვა