ბათუმის მე-9 საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია მხოლოდ ფასადს უტარდება - რა ხდება შეფუთული ფასადის მიღმა?

სკოლის რეაბილიტირებული ფასადი და სარეაბილიტაციო შიდა ინტერიერი. ბათუმის მე-9 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მხოლოდ გარე სივრცეს უტარდება, მოსწავლეებს კი სწავლა, ისევ ძველ გარემოში უწევთ. ამორტიზებულ ინფრასტრუქტურას გაცვეთილი კედლებიც ემატება. რატომ არ არემონტებენ სასწავლო დაწესებულების შიდა სივრცეს ან ხომ არ იგეგმება განახლება?

როცა ბათუმის მეცხრე საჯარო სკოლის ფასადს თვალს შეავლებთ, შეგექმნებათ შთაბეჭდილება, რომ თანამედროვეობის ყველა  სტანდარტს აკმაყოფილებს. შენობა ახლახანს შეფუთეს.  თუმცა, თუ კი, შიგნით გადაინაცვლებთ, ნახავთ, რომ ფასადი, მხოლოდ, ვიზუალური ეფექტია და ობიექტის შიდა სივრცე არც თუ ისე  სახარბიელოა. იატაკი ნაწილობრივ ამორტიზებულია, შესაღებია კედლები, ინვენტარი კი ძველია და გაახლებას საჭიროებს. სასწავლო დაწესებულებას, რეაბილიტაცია შიდა პერიმეტრზეც რომ ესაჭიროება ამაზე მშობლებიც საუბრობენ.

გარე ფასადის რეაბილიტაცია, სასწავლო პროცესის პარალელურად, მიმდინარეობს. სკოლის დირექტორის თქმით, სამუშაოების დასრულებას ხელი უამინდობამ შეუშალა. ვიზუალური ნაწილის მოპირკეთებით, დაწესებულების ხელმძღვანელი თავს იწონებს. ნუგზარ სურმანიძე ამბობს, რომ ევროპულ სტანდარტებთან შესაფერისი გარე ფასადის მქონე სკოლა ქალაქში იშვიათია. თუმცა, ფაქტზე, რომ შენობის შიდა მდგომარეობა ფასადისთვის შეუსაბამოა, დირექტორს საუბარი საუბარი უჭირს.

ბათუმის მე-9 სკოლის რეაბილიტაციისვის აჭარის განათლების სამინისტრომ მილიონ ლარამდე დახარჯა. უწყებაში ამბობენ, რომ ხელშეკრულება, მხოლოდ, გარე ფასადისა და სახურავის შეცვლას მოიცავდა. რატომ არ მოხდა ჯერ სკოლის შიდა პერიმეტრის განახლება და როდის იგეგმება ან საერთოდ, იგეგმება თუ არა ინტერიერის რეაბილკიტაცია. განათლების მინისტრის მოადგილე ასე გვპასუხობს.

განათლების მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ მე-9 სკოლის რეაბილიტაციისთვის, მომდევნო წლის ბიუჯეტიდან, 2 მილიონამდე ლარი გამოიყოფა. სამუშაოების განხორციელება  საზაფხულო არდადეგებზე იგეგმება. 

მეტის ნახვა