ხულოში, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

ხულოში, სოფელ გელაძეებში ორი თვის წინ სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. შედეგად სოფელში მცხოვრები 30-მდე ოჯახი შეძლებს ყველა სახის ტრანსპორტით გადაადგილებას.

სამუშაოებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკები და ადამიანური რესურსია ჩართული. უწყების ინფორმაციით, მონაკვეთზე აქტიური მეწყრული კერის არსებობის გამო, სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდებოდა.

მეტის ნახვა