ახალი ამბები • 1751633470
აჭარაში, 10 პირი დააკავეს, რომელთაც სავალუტო პუნქტები კანონდარღვევით ჰქონდათ მოწყობილი
სამართალი
1667370014
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 9 ფაქტი, რაზეც პასუხისგებაში მისცეს 10 პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, აჭარის რეგიონში, სხვადასხვა ლოკაციაზე კანონდარღვევით მოწყობილი ჰქონდათ სავალუტო პუნქტები, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის გარეშე, ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა 550 000 ლარის ოდენობის ექვივალენტი უცხოური ვალუტა.
აღნიშნული სახის დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა