ახალი ამბები • 1752592983
წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელიც ბათუმში, 15 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში, ასევე თვითმკვლელობამდე მიყვანაშია ბრალდებული

წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელიც ბათუმში, 15 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში, ასევე თვითმკვლელობამდე მიყვანაშია ბრალდებული. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის თქმით, ბრალდებული დაღუპული გოგოს ნათესავი არ არის, თუმცა ისინი წლების განმავლობაში იცნობდნენ ერთმანეთს, ვინაიდან ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ. დაკავებული 23 წლისაა, მან სასამართლო პროცესზე დუმილის უფლებით ისარგებლა.
პროკურორმა არ გამორიცხა, რომ პირს, შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს, ასევე, გაიზარდოს დაკავებულთა სიაც.
საქმე ეხება ბათუმში, 11 ივნისს მომხდარ შემთხვევას, როცა არასრულწლოვანმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პროკურატურის ცნობით, ბრალდებული 16 წლის ასაკს მიუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ასევე, სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას.

1745312322