რამდენად კარგად იცნობენ მარადიდში მცხოვრებლები საკუთარი სოფლის ისტორიას?

აჭარაში ასობით სოფელია. თითოეულს საკუთარი ისტორია აქვს. ბევრი მათგანი განსაკუთრებული წარსულითაა ცნობილი. მაგალითისთის, თითქმის ყველა  აჭარელმა იცის სოფელი მარადიდი. იგი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ჭოროხის მარცხენა ნაპირზე, თურქეთის საზღვართან მდებარეობს.  დღეს მაცნე დაინტერესდა, რამდენად კარგად იცნობენ ადგილობრივები საკუთარი სოფლის ისტორიას.

სოფელი მარადიდი, ერთი შეხედვით ისეთვე ჩვეულებრივი და მწვანეში ჩაფლული სოფელია, როგორც  ბევრი სხვა მდინარე ჭოროხის აუზში, ჩვეულებრივი სოფლის ყოფით, ტიპირი ნალიებით, ყანებით, ბოსტნებით და სტუმართმოყვარე ადგილობრივებით, თუმცა საკმარისია მდინარე გადახვიდეთ და მიხვდებით, რომ იგი ძალიან ძველი სოფელია და მისი უნიკალურობა, მისსავე ისტორიაშია.

ვინ და რატომ დაარქვა სოფელს სახელი, უტყუარი ცნობა არ არსებობს, სამაგიეროდ აქვთ რამდენიმე ლეგენდა და არსებობის უფლებასაც არცერთს უკარგავენ. ერთ-ერთი ლეგენდა ასეთია:

აქთ კიდევ ერთი ვერსია, რაც უფრო მოსწონთ და სოფლის სიძველეზეც კარგად მიუთითებს. ამ ვერსიას, ნაპოვნი ქვევრებითაც ამყარებენ და ამბობენ, რომ აქ ოდითგანვე იყო მეღვინეობა და მემარნეობა განვითარებული და სახელიც ამ კულტურის ნაწილია.

მარადიდელებისთვის, სოფელი მაინც ნავმშენებლობასთან და ნაოსნობასთან ასოცირდება. ცნობილი, ბრტყელძირიანი მარადიდული ნავები სწორედ აქ მზადდებოდა. ამ ტერიტორიაზე ყოფილა სოფლის ნავმისადგომიც. ასეთი, მდინარეზე, სულ რამდენიმე პუნქტი იყო. ახლანდელი თურქეთის ტრიტორიიდან, ხელვაჩაურის მუნიციტეტის პირველ სოფლამდე - კაპანდიბამდე.

ნაოსნობა, არა მხოლოდ გადაადგილებისთვის იყო განვითარებული. სოფელი ასე ახერხებდა ვაჭრობას და დაკავშირებას ბათუმთან.

სოფელს რელიქვიად აქვს შემორჩენილი, სავაჭრო-საქარავნო გზის ფრაგმენტიც. მის როლსა და მნიშვნელობაზე ყურადღებას ისტორიკოსი განსაკუთრებით ამახვილებს და ამბიბს, რომ ნავმშენებლობასთან ერთად, ესეც სოფლის სავიზიტო ბარათია.

მარადიდელებმა კარგად იციან საკუთარი ისტორია და ის სისხლიანი წარსული, რაც თურქთა დაპყრობებისას გამოიარეს.

და მაინც, სოფელში დღეს მხოლოდ მეჩეთი ფუნქციონირებს. აქა იქ გორებზე კი ტყეში ჩაფლული ნაეკლესიარებია დარცენილი. მდიდარი ისტორიის მიუხედავად, ტურისტები ნაკლებად ყავთ, ისიც, მხოლოდ ბუნების სანახავად.

მარადიდელების ლექსიკაში, თურქული ენის გავლენა საკმაოდ დიდია,  თუმცა ამბობენ, რომ ახლა ეს მხოლოდ ენის სიმდიდრეა. აქვთ სახასიათო საუბრის მანერა და იუმორი. მხოლოდ აქ ეძახიან დედის ძმას, ბიძიას ნაცვლად ტაიას.

ისტორია აღიარებს, რომ სოფელი მარადიდი, ჯერ კიდევ კოლხეთის სამეფოს დროინდელია და მისი ნაწილი იყო. აქ, უძველესი გვარია დიდმანიძე, შესაბამისად, ჩვენი რსპოდენტების უმრავლესობაც დიდმანიძეა. მათ სიძველის გამო, არასოდეს ჰქონიათ თურქული ოღლი.

მეტის ნახვა