7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე - რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

კლინიკა

უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეისწავლის. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მოკვლევა უკვე დაწყებულია. იქნება თუ არა მოკვლევის დასრულებამდე რაიმე სანქცია გამოყენებული კლინიკის მიმართ, უცნობია.

"მომართვა არ ყოფილა, მაგრამ ფაქტზე რეგულირებამ დაიწყო შესწავლა და შესწავლის შედეგად უკვე გაირკვევა ყველაფერი და გახდება საჯარო. ვერ გეტყვით შეუჩერდება თუ არ შეუჩერდება [საქმიანობა] უნდა იყოს შესწავლილი და შესწავლის შემდეგ რაც გამოვლინდება, ამის მიხედვით შესაბამისი რეაგირება იქნება", - ამბობს ლილი გოგოხია, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პიარი.

7 წლის ბავშვი, რომელსაც საოპერაციოდ ამზადებდნენ ანესთეზიის გაკეთების შემდეგ დაიღუპა. ოჯახი მომხდარში კლინიკის პერსონალს ადანაშაულებს.

მეტის ნახვა