ახალი ამბები • 1751358640
7 წლის ბიჭი ანესთეზიის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა - ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ
ახალი ამბები
1659545080

მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბიჭი ანესთეზიის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა.
ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. გარდაცვლილი ბავშვის დედის განცხადებით, 7 წლის ბიჭს ანესთეზიის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.
სამედიცინო დაწესებულებაში კი აცხადებენ, რომ ანესთეზიის გაკეთების შემდეგ ბავშვს სუნთქვის დარღვევა დაეწყო და გული გაუჩერდა.
მათივე ცნობით, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.
"ბავშვს საშარდე მილზე პედიატრიული უროლოგიური ოპერაცია უტარდებოდა. საწყის ნარკოზის ჩატარების შემდეგ რამდენიმე წუთში განვითარდა სუნთქვის დარღვევა, გულის რიტმის დარღვევა და გულის გაჩერება", - აცხადებენ კლინიკაში.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა