ახალი ამბები • 1752592983
აქცია გონიოში - მოქალაქეები დაკანონებულ მიწებზე ინვესტიციების განხორციელების უფლებას ითხოვენ
ახალი ამბები
1669378507
გონიოში მცხოვრებლები ისევ ქუჩაში გამოვიდნენ. ადგილობრივები დაკანონებულ მიწებზე ინვესტიციების განხორციელების უფლებას ითხოვენ. აცხადებენ, რომ ნაკვეთები მხოლოდ ფორმალურად გადასცეს, რადგან ტერიტორიაზე სახლების აშენების უფლება არ ეძლევათ. პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალი რამდენჯერმე გადაკეტეს.
შეგახსენებთ, სადავო მიწების დაკანონებას გონიოელები ათწლეულების მანძილზე ითხოვდნენ, ნაწილმა წინა ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული ნაკვეთები საკუთრებაში აღიდგინა, ნაწილი კი, დღემდე იბრძვის იმისთვის, რომ ფართობი დაიკანონოს.
კითხვების ადრესატებს საპასუხო კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა