ახალი ამბები • 1755160966
ავარია გონიოში - გარდაცვლილია 1 ადამიანი
ახალი ამბები
1648627421
ავარიას, ბათუმში, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვა, დღეს დილით, გონიოში მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრ BMS-ში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. რა მუხლებით დაიწყო გამოძიება, ჯერჯერობით, უცნობია.

სადგურის მოედანზე მკვლელობა მოხდა
1746451221

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა