ახალი ამბები • 1752592983
ავტოსაგზაო შემთხვევა - მოძრავი მანქანა ამოტრიალდა
ახალი ამბები
1674556519

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. რამდენიმე წუთის წინ, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მოძრავი მანქანა ამოტრიალდა. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მძღოლს საგზაო წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა