ახალი ამბები • 1749234701
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა
ახალი ამბები
1698739540

ავარია თბილისში - ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. შემთხვევა ღამით, მარშალ გელოვანის გამზირზე მოხდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, წინ მიმავალმა მანქანამ მოულოდნელად სწრაფად შეიცვალა სამოძრაო ზოლი, რა დროსაც უკნიდან მას მოტოციკლი დაეჯახა. მოტოციკლის მძღოლი, ახალგაზრდა ბიჭი, დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ხელვაჩაურში კაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს
1749024840

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა