ბაკურიანში თოვლის მასა მოწყდა - ეძებენ ერთ ადამიანს

ბაკურიანი

ბაკურიანში მთიდან თოვლის მასა მოწყდა და ერთი ადამიანი მოიყოლა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახურში ადასტურებენ.

მათი თქმით, ამ წუთებში, ადგილზე ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, სადაც მთის ფერდობიდან ჩამოიშალა თოვლის მასა.

არსებული ინფორმაციით, ზვავში სავარაუდოდ მოყოლილია ერთი ადამიანი, რომლის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.

ასევე, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად, თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი", - წერს უწყება.

მეტის ნახვა