ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა

თემურ ქათამაძე

ფოტო: მაქსიმე ბაქრაძე

ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაციავივამედის კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დაადასტურა. 

"მას ჩაუტარდა მაშინვე ყველა აუცილებელი კვლევა და კონსულტაციები, რაც სჭირდებოდა კონკრეტულ შემთხვევაში და მოთავსებული იქნა თერაპიულ განყოფილებაში. ლაბორატორიული შედეგებით შეიძლება ითქვას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია"- განაცხადა ჩხაიძემ. 

თემურ ქათამაძის კლინიკაში გადაყვანის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ინფორმაცია დღეს გაავრცელა.

 

ცნობისთვის, ბათუმში მიმდინარე პროევროპული აქციების სახედ ქცეული ქათამაძე 48 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

მეტის ნახვა