ახალი ამბები • 1752592983
ბათუმში „ზაფხულის ფესტივალზე“ ცნობილი ქართული ბენდები იმღერებენ
ახალი ამბები
1718389856
15-16 ივნისს, ბათუმში „ზაფხულის ფესტივალი“ გაიმართება. ღონისძიებაზე ცნობილი ქართული ბენდები და შემსრულებლები იმღერებენ. „მგზავრები“, „სალიო“, „კახაბერი და ხანუმები“, „ანიკი“სტუმრების განწყობაზე სხვა მოწვეულ და ადგილობრივ ბენდებთან ერთად იზრუნებენ. ყოველწლიური ფესტივალი წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ სივრცეში სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ, დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ. ღონისძიება 18:00 საათზე, დრამერების შოუთი და პანტომიმის მსახიობების კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნება. ბავშვებისთვის ჩატარდება თითების თეატრი, სთრით არტი, ილუზიონისტების შოუ, თიხის ძერწვის მასტერკლასები და სხვა აქტივობები.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა