ახალი ამბები • 1752220871
ექსკლუზივი: "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი დაკავებულია
ახალი ამბები
1664368505

TV25.GE-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი დაკავებულია. საუბარია არჩილ ბარამიძეზე, რომელიც ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორი იყო. იგი თანამდებობიდან ერთი კვირის წინ გაათავისუფლეს.
არჩილ ბარამიძეს საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, არჩილ ბარამიძე 2019 წლის 7 აგვისტოდან 2022 წლის 25 იანვრამდე ხელვაჩაურის მერიაში მუშაობდა. იგი მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე იყო. მანამდე ბარამიძე ხელვაჩაურში, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი იყო.
აქვე დაგაინტერესებთ: "ქორწინების გამო" - ხელვაჩაურის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა
1752065820

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა