ახალი ამბები • 1746614340
"ოცნების" მაღალჩინოსანი ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს
კრიმინალი
1664369965
TV25.GE-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
არჩილ ბარამიძეს საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
ბარამიძე ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორი იყო. იგი თანამდებობიდან ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ერთი კვირის წინ გაათავისუფლეს.
არადა რამდენიმე თვის წინ არჩილ ბარამიძემ ხელვაჩაურის მერის მოადგილის პოსტი როგორც თავად თქვა ქორწინების გამო დატოვა.
შეგახსენებთ, არჩილ ბარამიძე 2019 წლის 7 აგვისტოდან 2022 წლის 25 იანვრამდე ხელვაჩაურის მერიაში მუშაობდა. იგი მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე იყო. მანამდე ბარამიძე ხელვაჩაურში, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი იყო.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა