"ქორწინების გამო" - ხელვაჩაურის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

არჩილ ბარამიძე

"ქორწინების გამო" - ასე ახსნა ხელვაჩაურის მერის მოადგილემ თანამდებობის დატოვების მოტივი. არჩილ ბარამიძის განმარტებით, ამ ყველაფერს დაღლილობაც დაემატა და დასვენება მოუნდა.

იგი ამტკიცებს, რომ პოსტი საკუთარი ნებით დატოვა და ახლად არჩეულ მერთან კონფლიქტი არ ჰქონია. მისივე თქმით, მუშაობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, არჩილ ბარამიძე, მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ 2019 წლის 7 აგვისტოს დანიშნა. მანამდე ბარამიძე ხელვაჩაურში, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი იყო.

ცნობისთვის, უწყებაში საკადრო ცვლილება საერთო ჯამში, 20-მდე ადამიანს შეეხო. ამ თემაზე რეპორტაჟი მზადდება, რომელსაც დღეს, 20:30 საათზე, "მაცნეში" ნახავთ.

მეტის ნახვა