ახალი ამბები • 1751633470
ერთ თვეში უკანონო ნადირობის 215 ფაქტი გამოვლინდა
ახალი ამბები
1727942253

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ თვეში უკანონო ნადირობის 215 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 64 ფაქტი სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. 57 სამართალდარღვევა იმერეთში, 28 - შიდა ქართლში, 16 - გურიაში, 12 - კახეთში, 2კი - აჭარაში გამოვლინდა. საერთო რაოდენობიდან 200 - აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 15 შემთხვევაში სამართალდამრღვევები დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ, 1 კი, ნადირობის წესების დარღვევაა, ბრაკონიერებმა უკანონოდ 27 ერთეული მწყერი მოინადირეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან დასაკავშირებლად უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე: 153

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა