ახალი ამბები • 1751633470
კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა ჯაიანს კიდევ ერთი ბრალდება დაემატა
ახალი ამბები
1733749600

კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა ჯაიანს კიდევ ერთი ბრალდება დაემატა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბექა ჯაიანს ბრალდება დაუზუსტდა - კერძოდ, სისტემატურად ცემის ფაქტზე, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური და ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნული ბრალდების მიხედვით, ჯაიანი კესარია აბრამიძეზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა.
26 წლის ჯაიანს გამოძიება კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას ედავება. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მოსამართლემ 20 სექტემბერს შეუფარდა.
კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს საკუთარ სახლში, დიდ დიღომში მოკლეს.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა