ახალი ამბები • 1752592983
ხმაური იუსტიციის სახლთან - მომიტინგეები თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ
ახალი ამბები
1733733094

ამ წუთებში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა ბათუმში, იუსტიციის სახლთან, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები და პოლიტიკური პარტიების წევრები მივიდნენ. ისინი იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ .
"გაიფიცეთ", "ემსახურეთ ხალხს და ქვეყანას" - მიმართავდნენ ისინი იუსტიციის სახლის თანამშრომლებს.
შენობიდან დაცვამ და პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით გამოიყვანეს და შესვლის საშუალებას არ აძლევენ. შესასვლელი ბლოკირებული აქვთ სამართალდამცავებს.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა