ახალი ამბები • 1751633470
მონაზონს სასტიკად სცემეს და გააუპატიურეს - სავარაუდო ყაჩაღობის ფაქტი
ახალი ამბები
1669449527

ქალზე ძალადობის მორიგი ფაქტი - მსხვერპლი, ამჯერად, მონაზონია. სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, სავარაუდოდ ყაჩაღობის მიზნით, ორი პირი შეიჭრა.
უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მონაზონი თავდამსხმელმა გააუპატიურა.
სასულიერო პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას ტვინის შერყევა, სხეულისა და სახის არეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
საქმე აღძრულია სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობისა და 137-ე, გაუპატიურების მუხლებით. დაკავებულია 2 პირი.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა