პოლიციელებს, სუს-ის თანამშრომლებსა და ჯარისკაცებს ხელფასი გაეზრდებათ - ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურში დასაქმებულების ხელფასები 20%-ით იზრდება რისთვისაც ბიუჯეტში 290 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

"თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 490 მილიონი ლარით ჯამურად, მათ შორის, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები გაიზრდება 20%-ით, ამ მიზნით გათვალისწინებულია 290 000 000 ლარი.

ჩვენ გახსოვთ რომ იანვარში გავზარდეთ ყველა საჯარო მოხელისთვის 10%-ით ხელფასები, 2023 წლის იანვარში ასევე გაგრძელდება ყველა საჯარო მოხელისთვის 10%-ით ხელფასები და ეს ზრდა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. ჩვენ გამოვყავით ჯარისკაცები, პოლიციელები და უსაფრთხოების სამსახური და მათი ხელფასი 20%-ით გაიზრდება იანვრიდან, ყველა თანამშრომლისთვის", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, პოლიციელებისთვის ქალაქის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება.

მეტის ნახვა