ახალი ამბები • 1752592983
რის გამო დაიღუპა ჩვილი ბათუმში?
ახალი ამბები
1722243289
იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ჩვილი დაიღუპა. ახლობლები მომხდარში მკურნალ ექიმებს ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ 41 კვირის კვირის ორსულ ქალს სამშობიარო ტკივილები არ დაეწყო, რის გამოც ისინი საკეისრო კვეთას ითხოვდნენ, თუმცა მედიკოსი წინააღმდეგი იყო. ოჯახის წევრები ექიმის დასჯას ითხოვენ. რა რეაგირება მოჰყვება ფაქტს თავად სამედიცინო დაწესებუებისგან? საკითხთან დაკავშირებით სატელევიო კომენტარი არ გაკეთდა, სიტყვიერად კი გვითხრეს, რომ მოკვლევა მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124 მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა