როდემდე იქნება ღამის კლუბების მუშაობა შეზღუდული - ეკონომიკის მინისტრის განმარტება

როდემდე იქნება ღამის კლუბების მუშაობა შეზღუდული? ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ჯერ არც ერთ უწყებას არ აქვს. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ღამის კლუბებისთვის მუშაობის აკრძალვის მთლიანად მოხსნა არსებული სიტუაციის შეფასების შემდეგ გადაწყდება. საკოორდინაციო საბჭოს დადგენილებით, ღამის კლუბებს ახალი წლის დღეებში, დროებით ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ. ობიექტები მომდევნო კვირიდან კვლავ დაიკეტება. თურნავას თქმით, მთავრობა, ღამის კლუბებთან დაკავშირებით, ახალი წლის პერიოდში გარკვეულ კომპრომისზე წავიდა.

მეტის ნახვა