სად შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში | მისამართები ცნობილია

სინათლე, შუქი, ელექტროენერგია

გეგმიური სარეაბილიტაციო  სამუშაოების  გამო, 11 სექტებერს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქობულეთში - 06:00-დან 07:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: დ. აღმაშენებელის,თამარ მეფის,გოგებაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.

11:00-დან 17:00 საათამდე სოფლებს: აჭყვისთავსა და ალამბარს.ასევე მეგობრობისა და მიმდებარე ქუჩებს.

ხელვაჩაურში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით მეჯინისწყლის,თოდოგაურის,კახაბრისა და აეროპორტის დასახლებების ნაწილს.

ხულოში - 10:00-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს:  ღორჯომს,ჭახაურას,ვაშლოვანსა და მიმდებარე სოფლებს.

შუახევში - 10:30-დან 18:35 საათამდე დაბა შუახევის ნაწილს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე,  ჩვეულ რეჟიმში.

მეტის ნახვა