ახალი ამბები • 1745861590
სად შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში | მისამართები ცნობილია

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ოქტომბერს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
ბათუმში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ლუკა ასათიანის,კლდიაშვილის,ლერმონტოვის,მელიქიშვილის,წერეთელის,ზ.გორგილაძის,გოგებაშვილის,რუსთაველისა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე დაბა მახინჯაურის ნაწილს.
ხელვაჩაურში - 11:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ახალშენს,განახლებას,კირნათსა და მიმდებარე სოფლებს.
ქობულეთში - 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ლეღვას,წყავროკას,ოჩხამურს,მუხაესტატეს,სახალვაშოსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე დაბა ჩაქვის მცირე ნაწილს.
შუახევში - 10:00-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ტბეთს,უჩამბას,გოგაძეებს,ბარათაულს,ბრილსა და მიმდებარე სოფლებს.
ხულოში - 11:00-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: შუასოფელსა და რიყეთს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

1739131407