ახალი ამბები • 1756410394
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად სოსო სტურუას კანდიდატურა შეირჩა
ახალი ამბები
1718644661
11 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მხარი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად სოსო სტურუას კანდიდატურას დაუჭირა. ახლა ჯერი პარლამენტზეა, სტურუას კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს. პლენარულ სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები. ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან. ცნობისთვის, სოსო სტურუა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში 30 წელზე მეტია მუშაობს. იგი სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიციაზე იყო, მათ შორის მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე.
ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა




















