სოციალური მუშაკები აჭარაშიც გაიფიცნენ - რა არის გაფიცულების მთავარი მოთხოვნა

პროტესტის და გაფიცვის შემდეგ, სოციალური მომსახურების სააგენტო, თანამშრომლებს ხელფასის 40-დან 60 პროცენტამდე გაზრდას ჰპირდება. ამბობს, რომ შესაბამისი ბრძანება უკვე არსებობს, თუმცა გაფიცული თანამშრომლები სამუშო რეჟიმს მაინც არ უბრუნდებიან. ამბობენ, რომ დაპირება ბევრჯერ მიიღეს, თუმცა დღემდე, 2008 წელს განსაზღვრული ხელფასით მუშაობენ. ამჟმად, სოცილაური აგენტის ხელფასი 250 ლარია, უფროს სოცილაურ აგენტს კი სააგენტო 550 ლარს უხდის. გაფიცულები, ითხოვენ, დაპირების დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტს და გადაწყევტილების მიმღებ პირთან შეხვედრას, რადგან შრომის ანაზღაურებასთან ერთად, სხვა მოთხოვნებიც აქვთ.

სამინისტრო ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, რომლის მიხედვითაც, სოციალური აგენტის ხელფასი, თებერვლიდან 400 ლარი, უფროსი სოციალური აგენტის ანაზღაურება კი 700 ლარი იქნება. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ხელფასების ნაწილს მხოლოდ მას შემდეგ გადახედეს, რაც აგენტები ქვეყნის მასშტაბით გაიფიცნენ და საპროტესტო აქციები დაიწყეს.

აგენტები, პროტესტს, არც ამ განცხადების შემდეგ წყვეტენ.  მათ სააგენტოს და სამინისტროს მიმართ ნდობა დაკარგული აქვთ.

გაფიცულები არიან სამხარეო, რეგიონული და საქალაქო სერვისცენტრების თანამშრომლები. მათ შორის აჭარაშიც. შესაბამისად, შეფერხებებია მუნიციპალიტეტებში, რადგან მომსახურების გაწევა მწირი რესურსით უწევთ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს, აჭარაში, სულ 80 თანამშრომელი ჰყავს. გაფიცულია მესამედი, ანუ 30-დე ადამიანი. სააგენტოს რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი,  შეთანხმების მიღწევის მოლოდინშია.

გაფიცულები ამბობენ, რომ 40 და 60%-ით გაზრდილი ხელფასიც კი მიზერულია, რადგან 400 და 700 ლარი საარსებო მინიმუმია, თუმცა შრომის ანაზღურების გაზრდასთან ერთად, აგენტებს სხვა მოთხოვნებიც აქვთ, ამიტომ ისინი კატეგორიულად ითხოვენ შეხვედრას გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ასევე საყოველთაო პროტესტის და გაფიცვის შემდეგ მიაღწიეს ხელფასების მომატებაზე შეთანხმებას სოციალურმა მუშკებმა. მათ ანაზღაურება 2020 წელს გაუზარდეს. 

მეტის ნახვა