"თავისუფლება მზიას" | ბათუმში მედიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

media

"თავისუფლება მზიას" - ამ მოთხოვნით ბათუმში მედიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები “ბათუმელების”|”ნეტგაზეთის” დამფუძნებლის,  მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. 

მზია ამაღლობელი  100 დღეზე მეტია, რაც პატიმარია. ჟურნალისტი 2025 წლის 12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროს, ირაკლი დგებუაძეზე სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ირაკლი დგებუაძე სილის გაწვნის გამო პროკურატურის მიერ დაზარალებულად მიჩნეული პირია.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ამაღლობელის საქმეს დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

მზია ამაღლობელი 11 იანვრის აქციაზე ბათუმში თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს – შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის: „იფიცება საქართველო”. 18 მარტს ის  ადმინისტრაციულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. 

მეტის ნახვა