ახალი ამბები • 1769693544
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - დაჭრილია 9
ახალი ამბები
1700136426
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი - რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას ქართული ლეგიონი აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ისინი დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს დაიღუპნენ.
ქართული ლეგიონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია ისიც, რომ დაჭრილია 9 ქართველი მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
მეტის ნახვა






















