ახალი ამბები • 1733750807
17 წელი 7 ნოემბრის მოვლენებიდან
სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ – 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 16 წელი გავიდა. სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
7 ნოემბრის ღამეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები და სპეც რაზმი შემოიჭრა ,,TV 25-ში“ და წაიღო პირდაპირი ეთერის გადამცემი აპარატი. 7 ნოემბერს განვითარებული პროცესები 8-ში ბათუმის უნივერსიტეტში სპეცრაზმელების შეჭრით, სტუდენტების დარბევითა და არეულობით გაგრძელდა.
7 ნოემბერს აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი.
1728455482
1727447820