ახალი ამბები • 1733997205
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა და ოპოზიციის კრიტიკული კითხვები
ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა და ოპოზიციის კრიტიკული კითხვები. ხელისუფლების ოპონენტები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და კორუფციაზე საუბრობდნენ. მმართველი გუნდის ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ სოციალური საკითხებით საკრებულო არ ინტერესდება. მხარეთა პოზიციები ჩვენს რეპორტაჟში.
დღის წესრიგამდე, სხვადასხვა შინაარსის განცხადებები დღევანდელ სხდომაზეც გაკეთდა. კითხვები, ოპოზიციამ დასვა. იგი ძირითადად ქალაქში, ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს შეეხებოდა. მათ შორის, მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის მშენებლობის საკითხს.
ვიდრე საკრებულოს სხდომა დაიწყებოდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინსწრებად გააკეთა განცხადება ქალაქში არსებულ სოციალურ და ჯანდაცვის პრობლემებზე. მიუხედავად ამისა, თემას, რეზო ხარაზი უშუალოდ სხდომაზეც დაუბრუნდა.
ქალაქისთვის მნიშვნელოვან გამოწვევაზე გაამახვილა ყურადღება „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნაზი ფუტკარაძემ. მან, კოლეგების წინაშე, „ნაპირგანაგრების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, კი საკრებულოს თავმჯდომარეს და უმრავლესობას გაახსენა პირობა და ვალდებულება, ჩაატარონ ღია სხდომები, სადაც დაინტერესებული მოქალაქეები, არსებულ გამოწვევებზე თავად დასვამენ შეკითხვებს და მიიღებენ პასუხებს.
საკრებულომ, სულ 12 საკითხს უყარა კენჭი. მათგან, ნაწილი, კონკრეტულ მისამართებზე, განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცებას შეეხებოდა.
1733990122
1728455482
1727447820