ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი თავდგირიძე გახდა

თავდგირიძე

ირაკლი თავდგირიძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს.

ირაკლი თავდგირიძე საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, თენგიზ აფხაზავამ წარადგინა. წარდგენილ კანდიდატს საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. თავდგირიძე ფარული კენჭისყრით, 19 ხმით საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.

საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც რამაზ ჯინჭარაძე უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით თანამდებობიდან გადადგა. სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია.

ირაკლი თავდგირიძე ბათუმის საკრებულოში გახარიას პარტიით შევიდა.

მეტის ნახვა