ახალი ამბები • 1744631332
ბათუმის ყინულის სახლის საქმე - ენმ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს
პოლიტიკა
1656324391
ენმ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს. ოპოზიციას ბათუმის ყინულის სახლთან დაკავშირებით კითხვები აქვს. ოპონენტებს აინტერესებთ, რაში უხდის მთავრობა ფულს იმ კომპანიას, რომელმაც ხელშეკრებულებით განსაზღვრული ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა.
ოპოზიცია ამბობს, რომ ყინულის სახლის ინფრასტრუქტურა რამდენიმე წლის წინ უნდა მოწესრიგებულიყო. „ნაცმოძრაობის“ განცხადებით, აჭარის მთავრობამ, ფული საქართველოს მთავრობისგან იმ მიზნით ისესხა, რომ კომპანია, „ვენსიკტორ ლიმითედ საქართველოს“ ფული შეუსრულებელი სამუშაოებისთვის გადაუხადოს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი, ამბობენ, რომ კონკურსის წესით, უკვე გამოვლენილია კომპანია "ბი დაბლიუ ეს", რომელიც პროექტირების დოკუმენტზე მუშაობს.

36 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
1744186136
მეტის ნახვა