ახალი ამბები • 1769693544
ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან აქცია მიმდინარეობს
საზოგადოება
1744187192
ბათუმში 9 აპრილის მემორიალთან აქცია მიმდინარეობს. „არ დავუთმოთ ეს ქვეყანა რუსულ მთავრობას“ - ამ გზავნილით ადგილზე პროევროპული აქციების მონაწილეები არიან შეკრებილები. ისინი აცხადებენ, რომ ადგილზე "ოცნების" წევრებს მისვლის უფლებას არ მისცემენ, რადგან საქართველოში რუსეთის ინტერესებს ატარებენ.
მემორიალთან ჯერ არ მისულან „ქართული ოცნების“ ოფიციალური წარმომადგენლები.
დღეს 19:00 საათზე ბათუმში მარშია დაგეგმილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოდან დაიწყება.
მეტის ნახვა






















