ახალი ამბები • 1742987811
"ოცნების" პარლამენტი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას გეგმავს
პოლიტიკა
1743092893

"ოცნების" პარლამენტი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას გეგმავს. ამ მიზნით, ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.
"უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით," - განაცხადა "ქართული ოცნების" ე.წ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ პარტიებს არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცემათ.
მეტის ნახვა