9 აპრილის ტრაგედია | ბათუმში, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეწირულები გაიხსენეს

ნავიგაცია

9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ახალგაზრდებმა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და პატივი მიაგეს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ.

"თავისუფლების უსაზღვრო რომანტიკით აღსავსე გულთა ფეთქვა," - 36 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში, შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. სადამსჯელო ღონისძიებას გენერალი როდიონოვი ხელმძღვანელობდა.

დარბევისას გამოიყენეს მომწამლავი ქიმიური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღები. იქვე იყვნენ ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორებიც. რუსული ტანკების აგრესიას აქციის ათასობით მონაწილე შიშველი ხელებით დახვდა.

 

მომხდარს 21 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან ერთი, რუსმა ჯარისკაცებმა, ოდნავ მოგვიანებით, კომენდანტის საათის დარღვევის გამო მოკლეს. დარბევისას დაიჭრა და დაშავდა აქციის ასობით მონაწილე.

ზუსტი მონაცემები, რამდენი ადამიანი დაშავდა და კონკრეტულად, რა ზიანი მიადგა მათ ჯანმრთელობას, უცნობია. 

მეტის ნახვა