იგივე მიზანი შეცვლილი სახელწოდებით - "ოცნება" რუსულ კანონპროექტს უკან აბრუნებს

იგივე მიზანი შეცვლილი სახელწოდებით. ქართული ოცნება, დაპირების მიუხედავად, რუსულ კანონპროექტს უკან აბრუნებს. ის, რასაც გასულ წელს, საზოგადოება მწვავედ აპროტესტებდა, ახლა ისევ დღის წესრიგშია. გადაწყვეტილების შესახებ დღეს ბრიფინგზე უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის კონტროლია. მისივე განცხადებით, კანონპროექტის ტექსტში განსხვავება მხოლოდ ტერმინი " უცხოური გავლენის აგენტი" იქნება, დანარჩენი კი სრულიად უცვლელია.

რუსული კანონის შემობრუნებას ეხმაურება ოპოზიცია. "ოცნების" გადაწყვეტილებას დეპუტატების ნაწილი ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და რუსეთზე მიჯაჭვულობის მცდელობის მოტივით ხსნის.

ხელისუფლების ოპონენტები მოსახლეობას მოუწოდებენ, გასული წლის მსგავსად გაერთიანდეს და ივანიშვილის პოლიტიკურ დაჯგუფებას რუსული კანონის მიღების უფლება არ მისცეს.

მეტის ნახვა