ივანიშვილი და სპორტსმენები ოცნების სიაში | პოლიტიკური შეფასებები

საკადრო კრიზისი ოცნებაში და ხელისუფლების ბოლო გაფართხალება - ასე აფასებს ადგილობრივი ოპოზიცია აჭარაში ოცნების  საარჩევნო ოცეულს, რომელსაც სათავეში ივანიშვილი ამჯერადაც თავად ჩაუდგა. სპორტსმენებით დაკომპლექტებულ სიაზე, რომელშიც გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძეც მოხვდნენ,  ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ შემადგენლობა ოქტომბრის არჩევნებზე წაგებისთვისაა განწირული. ივანიშვილი სიის დეკორაციაა, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ადრე საქართველოს სახელით იბრძოდნენ, ახლა თავად ებრძვიან ჩვენს ქვეყანას, მიაჩნიათ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ასევე აცხადებენ, რომ ივანიშვილს ნდობისა და კადრების კრიზისი აქვს, რადგან შემადგენლობა, კობახიძე, ღარიბაშვილი,  მდინარაძე, პაპუაშვილით - ანუ უახლოესი გარემოცვით დააკომპლექტა. „ქართული ოცნების“ წევრებმა ადგილობრივ დონეზე, ჩვენი კამერის წინ საკითხის შეფასება არ ისურვეს.  

მეტის ნახვა