ახალი ამბები • 1751633470
ხმაური ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე
პოლიტიკა
1709225452
ხმაურიანი აღმოჩნდა დღეს ქობულეთის საკრებულოს სხდომა. სიტყვიერი დაპირისპირება ზღვისპირა ზოლში ტყუპი ცათამბჯენის მშენებლობის პროექტის განხილვას მოჰყვა. ნაცძმორაობის წევრები პასუხებს იმაზე ითხოვდნენ, რატომ დაამტკიცა თვითმმართველმა ორგანომ დოკუმენტი წაუკითხავად, რადგანაც მასში წერია, რომ ქობულეთში ობიექტის მშენებლობას ბათუმში მცხოვრებლები ეთანხმებიან.
„ქართული ოცნება“ შეცდომას მექანიკურს უწოდებს. საკრებულოს თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ინვესტიციები და ქალაქის ტურისტული განვითარება მოსახლეობის ინტერესებშია და პროექტი კანონის სრული დაცვით ხორციელდება.

გივი თარგამაძე დააკავეს
1751012220

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
1745312322
მეტის ნახვა