კოალიცია "ძლიერი საქართველო" საარჩევნო სიებს ოფიციალურად ხსნის

„რუსულ ოცნებას“ პარლამენტში ლეგიტიმაცია არ უნდა მიეცეს, აცხადებენ „ძლიერ საქართველოში“. კოალიციის პოლიტსაბჭომ გუშინ ოფიციალურად უყარა კენჭი და დაამტკიცა გადაწყვეტილება საპარლამენტო სიების ჩახსნისა და მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. ოპოზიციონერი ლიდერი წერს, რომ მეტი საჯაროობისთვის, მზად არიან, ეს პოლიტიკური აქტი პრეზიდენტთან შეთანხმებით და მისი ჩართულობით განახორციელონ. პოლიტსაბჭოს წევრის, გენო თებიძის განცხადებით, მმართველ გუნდს არ მისცემენ საშუალებას, ქვეყანას ევროპული პერსპექტივა დააკარგვინონ. 

მეტის ნახვა