ახალი ამბები • 1732284277
ბათუმის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება
საზოგადოება
1732193937
გრძელდება ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა. შეხვედრა დღეს გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობასთან გაიმართა. მოქალაქეებმა საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები დააფიქსირეს. პროექტის მიხედვით, ბათუმის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 492 მილიონ ლარს შეადგენს. ძირითადი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, განათლება, ასევე კულტურული და სპორტული ღონისძიებებია. ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა დაამტკიცოს.
ბათუმში პარკირების ადგილის გამო კაცი დაჭრ...
1727447820
მეტის ნახვა